სოფელ იორმუღანლოში ახალი სკოლა აშენდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის ამოქმედება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდა. რამდენიმე ნაქირავებ შენობაში განთავსებული სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. ახალი სკოლის შენობა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლას-კაბინეტი. მოსწავლეებმა მინისტრისაგან დაპირებაც მიიღეს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი შეემატება.
სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ორი სექტორი ფუნქციონირებს - ქართული და აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნაწილი ქართულ სექტორზე სწავლას ირჩევენ და მშობლიურთან ერთად, სახელმწიფო ენასაც ხალისით ეუფლებიან.
წყარო: http://mes.gov.ge/content.php?t=srch&search=აზერბაიჯანელი&id=6293&lang=geo
ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით იწარმოებს
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება:აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა არანაკლებ 3 გამოცდისა, და აგრეთვე მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).
რეგისტრაცია
ცნობარის ელექტრონული ვერსია
31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია.
სტუდენტებმა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნით უნდა გადაიხადონ საფასური (10 ლარი) და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვადებში (31 მარტის 18:00 საათამდე). მონაწილეებმა პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმოცდო ქალაქი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება 2017 წლიდან ქართულ ენაზე ჩატარდება.
ინფორმაცია სტუდენტთა დაგრანტო კონკურსის შესახებ (ტესტის ნიმუშები)
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
- ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
- „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
23 /02/ 2017
No comments:
Post a Comment