Tuesday, June 20, 2017

პროექტის მიზანი



ამ პროექრის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეროვნული უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეროვნული უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.
 პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარების გზით, ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაცია გააძლიეროს.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,2%-ს შეადგენენ. ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში (6,6% ) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც კომპაქტურად ქვემო ქართლში ცხოვრობენ.
” თქვენც ალბათ იმის მოწმე ხართ, რომ საქართველოში მოდის ახალგაზრდობა, რომელიც ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ახალგაზრდები მაღალ დონეზე ილაპარაკებენ ქართულად. მე ბაქოში დაბადებული-გაზრდილი  ვარ, მე მიჭირს ქართულად საუბარი.  ენა არის ჭიშკარი, ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.
რატომ უნდა შემოხვიდეთ ამ ბლოგზე?

შესაძლებელია, რეფერატი გაქვთ უნივერსიტეტში დასაწერი საქართველოში მცხოვრები ეთბიკურ უმცირესობებაზე. ან , საერთოდაც სამაგისტრო/ საბაკალვრო ნაშრომის თემას წერთ, მაგალითად: “ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო აქტივობები” (კარგი თემაა, არა?), საერთოდაც სათქმელი დაგიგროვდათ ამ თემაზე და ეძებთ თავისუფალ სივრცეს თქვენი პოზიციის გამოსახატავად. შეიძლება, უბრალოდ შემთხვევით შემოგეკლიკათ. ნებისმიერ ვარიანტში თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. აქ იპოვით მასალას, რომელიც დაგეხმარებათ დავალებების დაწერასა და პრეზენტაციების მომზადებაში. თავისუფალი დროის სასარგებლოდ გატარებაში. ინტერნეტი უზარმაზარი რესურსია, სადაც შესაძლოა, ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციასაც კი გადააწყდეთ. გინახავთ სადმე ბლოგი, რომელიც მხოლოდ ერთი სოციალური პრობლემის ყველა მხარეს ეხებოდეს? პრინციპში, გინახავთ. ახლა სწორედ ამ ბლოგზე ატვირთულ ტექსტს კითულობთ.


რა უნდა გააკეთოთ ბლოგის მონახულების შემდეგ?
მოგვწეროთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ბლოგის და თემის აქტუალურობის შესახებ, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება  (თქვენთვის) საინტერესო თემებზე. თავადაც დაწეროთ პოსტები საქართველოში აზერბაიჯანელი სტუდენტებზე.
პ.ს. ბლოგი შექმნილია ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტის, ალეკბერ ისმაილოვის მიერ. ბლოგი და მისი კონტექსტი შეიძლება არ გამოხატავდეს უნივერსიტეტის ან რომელიმე ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციის თუ პირის მოსაზრებას.

პროექტის გეგმა:
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელი სტუდენტები.
მათი სამოქალაქო აქტივობები
სტატისტიკა საქართველოში
აქტიური აზერბაიჯანელი სტუდენტები

პროექტის ბუკლეტი



გთხოვთ შემივსოთ კითხვარი იხილეთ აქ

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის  ანალიზი.
მე ჩავატარე კვლევა, რომლის თემა  აზერბაიჯანელ სტუდენტებს ეხებოდა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 91,7% თავს სრულფასოვან მოქალაქად მიიჩნევენ, 8,3% კი პირიქით.მონაცემების მიხედვით, რესპოდენტების 50% მიიჩნევს,რომ აზერბაიჯანელი სტუდენტების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი ძალიან საჯიროა და 41,7% ფიქრობს რომ უბრალოდ პოპულარულია და 8,3% კი აკრიტიკებს რომ ეს ამ საკითხის განხილვა არც ისე არ არის საჯირო. რესპონდენტების 75%-ი ხშირად იყენებს ამ საიტს, ხოლო 25% კი იშვიათად. რესპონდენტების 80% თვლის,რომ ეს საიტი ეხმარებს აზერბაიჯანელი სტუდენტებს ინტეგრაციას ხოლო 20% კი თვლის, რომ არ ეხმარებს. 

Sunday, June 4, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტში შეხვედრა აზწერბაიჯანელი სტუდენტებთან

18 თებერვალი 2016 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, პროექტის  „სტუდენტები  თვითმმართველობისთვის“  მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სტუდენტებმა გამგებელს გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ერთ–ერთი აქტივობა მარნეულის მუნიციპალიტეტში იქნება განსაზღვრული. პროექტის დასრულების შემდეგ კი შემუშავდება მნიშვნელოვანი დოკუმენეტი „მარნეულის მუნიციპალიტეტის პრობლემებისა და საჭიროებების“  შესახებ,  რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის მხრიდან  მყისიერ რეაგირებას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. შეხვედრის ბოლოს გამგებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს  აქტიურობისთვის  და   პროექტის ფარგლებში  მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდა.
http://marneuli.gov.ge/arqivi/siaxleebi1/969-shexvedra-proeqt-studentebi--tvitmmartvelobistvis-monatsileebtan.html

აზერბაიჯანელი სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ

17 ნოემბერს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების (WUGS) ორგანიზებით, ქართველმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა ევროპის რამდენიმე ქალაქში,რუსეთის საელჩოსთან ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

უცხოელ მეგობრებთან ერთად ქართველმა სტუდენტებმა ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი ბრიუსელში, ლონდონში, რიგაში, მიუნხენსა და პრაღაში დააფიქსირეს. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ რუსი, ბელორუსი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 
http://www.myvideo.ge/v/2182171

Monday, May 1, 2017

სწავლის მიტოვების პრობლემები

ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა (90%-ზე მეტი) 5 ძირითად უნივერსიტეტში ნაწილდება: (1) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; (2) ტექნიკური უნივერსიტეტი; (3) ილიას უნივერსიტეტი; (4) სამედიცინო უნივერსიტეტი; (5) სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტი.

უმაღლესში ჩარიცხვისა და სწავლის მიტოვების მაჩვენებლები

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირებული და მიღებული სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება იმ ადგილების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის გამოყოფილი აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის. 2010-15 წლებში, კვოტირების სისტემის დანერგვიდან დღემდე, მთლიანობაში გამოყოფილია 19 544 ადგილი სომხურენოვანი და ზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისათვის, ხოლო ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი არის 3742 (რაც გამოყოფილი ადგილების 19,1 %-ს შეადგენს).

ზოგადი დემოგრაფიული და ენობრივი მდგომარეობა საქართველოში

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა: მისი მოსახლეობის 13,2 %-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არიან განსახლებულნი. კომპაქტურად მცხოვრებ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს ორი დიდი - აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ეთნოსი, რომელთა საერთო რაოდენობა 10,8%-ს აღწევს. მათ გარდა, დისპერსიულად განსახლებულია სხვა ეთნიკური ჯგუფებიც: რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები, პოლონელები, ქურთები, ებრაელები, ასირიელები, უდიები, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიელი ხალხები: ქისტები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და სხვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იძლევა ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობრივ და პროცენტულ მონაცემებს (ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებელთა გამოკლებით)

„საშეღავათო პოლიტიკა“ უმაღლესი განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.1-ე მუხლი ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიების გაცემას უნივერსიტეტიდან ან სხვა წყაროებიდან, ისევე, როგორც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებებს. ხელისუფლება ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტებისათვის სოციალურ პროგრამებს ახორციელებს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მუხლი 6.1.გ და 52.8). სოციალური პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული იყო 2005-2009 წლებში არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებაც. სახელმწიფო 15 სტუდენტს აფინანსებდა ქვემო ქართლიდან, 15-ს _ ჯავახეთიდან და 10-ს _ თბილისიდან - სოციალური პროგრამის ფარგლებში (ტაბატაძე, 2009). 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად განათლებისა და მეცნიერების 9 სამინისტრომ გარკვეულწილად შეცვალა „საშეღავათო პოლიტიკის“ ფორმები და დაფინანსების გარდა, საშეღავათო პოლიტიკის სხვა ელემენტებიც შესთავაზა ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენ- ტებს. კერძოდ, 2006 წელს ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებაში და აბიტურიენტებს ეძლეოდათ უფლება, ზოგადი უნარების ტესტი, უცხო ენებისა და არჩევითი საგნების ტესტირება რუსულ ენაზე გაევლოთ. „საშეღავათო პოლიტიკის“ ნაწილი გახლდათ აგრეთვე 2006 წლიდან მოსამზადებელი კურსების ორგანიზება ნინოწმინდისა და ახალქალაქის ენის სახლებში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით. 2006 წელს გატარებული ცვლილებების შედეგად, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქვემო ქართლიდან 25 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო ჯავახეთიდან ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. თუმცა, 2007 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ კვლავ იკლო, რაც ძირითადად განპირობებული იყო ახალქალაქში თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალისთვის აკრედიტაციის გაუქმებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საშეღავათო პოლიტიკის უფრო ეფექტური მექანიზმების ამუშავება (ტაბატაძე და გორგაძე, 2014).