Monday, May 1, 2017

ზოგადი დემოგრაფიული და ენობრივი მდგომარეობა საქართველოში

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა: მისი მოსახლეობის 13,2 %-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არიან განსახლებულნი. კომპაქტურად მცხოვრებ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს ორი დიდი - აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ეთნოსი, რომელთა საერთო რაოდენობა 10,8%-ს აღწევს. მათ გარდა, დისპერსიულად განსახლებულია სხვა ეთნიკური ჯგუფებიც: რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები, პოლონელები, ქურთები, ებრაელები, ასირიელები, უდიები, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიელი ხალხები: ქისტები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და სხვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იძლევა ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობრივ და პროცენტულ მონაცემებს (ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებელთა გამოკლებით)

No comments:

Post a Comment