Monday, May 1, 2017

„საშეღავათო პოლიტიკა“ უმაღლესი განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.1-ე მუხლი ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიების გაცემას უნივერსიტეტიდან ან სხვა წყაროებიდან, ისევე, როგორც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებებს. ხელისუფლება ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტებისათვის სოციალურ პროგრამებს ახორციელებს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მუხლი 6.1.გ და 52.8). სოციალური პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული იყო 2005-2009 წლებში არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებაც. სახელმწიფო 15 სტუდენტს აფინანსებდა ქვემო ქართლიდან, 15-ს _ ჯავახეთიდან და 10-ს _ თბილისიდან - სოციალური პროგრამის ფარგლებში (ტაბატაძე, 2009). 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად განათლებისა და მეცნიერების 9 სამინისტრომ გარკვეულწილად შეცვალა „საშეღავათო პოლიტიკის“ ფორმები და დაფინანსების გარდა, საშეღავათო პოლიტიკის სხვა ელემენტებიც შესთავაზა ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენ- ტებს. კერძოდ, 2006 წელს ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებაში და აბიტურიენტებს ეძლეოდათ უფლება, ზოგადი უნარების ტესტი, უცხო ენებისა და არჩევითი საგნების ტესტირება რუსულ ენაზე გაევლოთ. „საშეღავათო პოლიტიკის“ ნაწილი გახლდათ აგრეთვე 2006 წლიდან მოსამზადებელი კურსების ორგანიზება ნინოწმინდისა და ახალქალაქის ენის სახლებში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით. 2006 წელს გატარებული ცვლილებების შედეგად, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქვემო ქართლიდან 25 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო ჯავახეთიდან ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. თუმცა, 2007 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ კვლავ იკლო, რაც ძირითადად განპირობებული იყო ახალქალაქში თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალისთვის აკრედიტაციის გაუქმებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საშეღავათო პოლიტიკის უფრო ეფექტური მექანიზმების ამუშავება (ტაბატაძე და გორგაძე, 2014).

No comments:

Post a Comment