Monday, May 1, 2017
სწავლის მიტოვების პრობლემები
ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა (90%-ზე მეტი) 5 ძირითად
უნივერსიტეტში ნაწილდება: (1) თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი; (2) ტექნიკური უნივერსიტეტი; (3) ილიას
უნივერსიტეტი; (4) სამედიცინო უნივერსიტეტი; (5) სამცხე ჯავახეთის
უნივერსიტეტი.
უმაღლესში ჩარიცხვისა და სწავლის მიტოვების მაჩვენებლები
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირებული
და მიღებული სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება იმ
ადგილების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ
არის გამოყოფილი აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი
აბიტურიენტებისთვის. 2010-15 წლებში, კვოტირების სისტემის
დანერგვიდან დღემდე, მთლიანობაში გამოყოფილია 19 544 ადგილი
სომხურენოვანი და ზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისათვის,
ხოლო ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი არის 3742 (რაც
გამოყოფილი ადგილების 19,1 %-ს შეადგენს).
ზოგადი დემოგრაფიული და ენობრივი მდგომარეობა საქართველოში
საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა: მისი მოსახლეობის 13,2
%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ, რომლებიც ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეში არიან განსახლებულნი. კომპაქტურად მცხოვრებ
ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს ორი დიდი -
აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ეთნოსი, რომელთა
საერთო რაოდენობა 10,8%-ს აღწევს. მათ გარდა, დისპერსიულად
განსახლებულია სხვა ეთნიკური ჯგუფებიც: რუსები, ოსები, ბერძნები,
უკრაინელები, პოლონელები, ქურთები, ებრაელები, ასირიელები,
უდიები, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიელი ხალხები: ქისტები, ჩეჩნები,
დაღესტნელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და სხვა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014
წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
იძლევა ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობრივ და პროცენტულ
მონაცემებს (ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონების მაცხოვრებელთა გამოკლებით)
„საშეღავათო პოლიტიკა“ უმაღლესი განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.1-ე მუხლი
ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიების
გაცემას უნივერსიტეტიდან ან სხვა წყაროებიდან, ისევე, როგორც
ფინანსურ და მატერიალურ დახმარებებს. ხელისუფლება
ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტებისათვის სოციალურ
პროგრამებს ახორციელებს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მუხლი
6.1.გ და 52.8). სოციალური პროგრამების ფარგლებში
გათვალისწინებული იყო 2005-2009 წლებში არაქართულენოვანი
სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებაც. სახელმწიფო 15 სტუდენტს
აფინანსებდა ქვემო ქართლიდან, 15-ს _ ჯავახეთიდან და 10-ს _
თბილისიდან - სოციალური პროგრამის ფარგლებში (ტაბატაძე, 2009).
2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნეგატიური
ეფექტების შესამცირებლად განათლებისა და მეცნიერების
9
სამინისტრომ გარკვეულწილად შეცვალა „საშეღავათო პოლიტიკის“
ფორმები და დაფინანსების გარდა, საშეღავათო პოლიტიკის სხვა
ელემენტებიც შესთავაზა ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენ-
ტებს. კერძოდ, 2006 წელს ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნული
გამოცდების დებულებაში და აბიტურიენტებს ეძლეოდათ უფლება,
ზოგადი უნარების ტესტი, უცხო ენებისა და არჩევითი საგნების
ტესტირება რუსულ ენაზე გაევლოთ. „საშეღავათო პოლიტიკის“
ნაწილი გახლდათ აგრეთვე 2006 წლიდან მოსამზადებელი
კურსების ორგანიზება ნინოწმინდისა და ახალქალაქის ენის
სახლებში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის
ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით.
2006 წელს გატარებული ცვლილებების შედეგად, ქართულ
უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების
აბიტურიენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქვემო ქართლიდან
25 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო ჯავახეთიდან ჩარიცხულ
სტუდენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. თუმცა, 2007 წელს
ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ კვლავ იკლო, რაც ძირითადად
განპირობებული იყო ახალქალაქში თბილისის ივანე ჯავახიშვილის
უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალისთვის აკრედიტაციის
გაუქმებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საშეღავათო
პოლიტიკის უფრო ეფექტური მექანიზმების ამუშავება (ტაბატაძე და
გორგაძე, 2014).
Subscribe to:
Posts (Atom)
-
ამ პროექრის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმ...
-
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირებული და მიღებული სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება იმ ადგილების რაოდენობას, რომლები...
-
ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა (90%-ზე მეტი) 5 ძირითად უნივერსიტეტში ნაწილდება: (1) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; (2) ტექნიკური უნივერსი...